top of page
Image by Scott Webb

სერვისები

StratCom Consultancy

ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული კურსი კრიზისის კომუნიკაციებში და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისები

ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული კურსი სტრატეგიულ კომუნიკაციებში და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისები - კერძო სექტორისთვის

ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული კურსი სტრატეგიულ კომუნიკაციებში და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისები– სახელმწიფო უწყებებისთვის

სამიზნე აუდიტორიის ანალიზი

დამარწმუნებელი გზავნილებისა და ეფექტური ნარატივების შექმნა

საკომუნიკაციო სისტემის აუდიტი;

კრიზისის დაზღვევა

ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული კურსი კრიზისის კომუნიკაციებში და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისები

ორგანიზაციაში კრიზისი ხშირად მოულოდნელად და დაუგეგმავად იწყება, რასაც ორგანიზაციისთვის დამანგრეველი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. თანამედროვე სამყაროში რთულია ყველა შესაძლო რისკის სათანადოდ შეფასება და პოტენციური კრიზისის პროგნოზირება, თუმცა შესაძლებელია კრიზისისთვის მზადება. არსებობს მაგალითები, როდესაც  კრიზისისთვის კარგად მომზადებულმა ორგანიზაციებმა  კრიზისები საკუთარი იმიჯისა და რეპუტაციის გაძლიერებისთვისაც  კი  გამოიყენეს.  ჩვენს მიერ შემოთავაზებულ, ნატო-ს მიერ სერტიფიცირებულ კურსს კრიზისის კომუნიკაციებში შეუძლია თქვენ და თქვენი ორგანიზაცია სათანადოდ მოგამზადოთ კრიზისული სიტუაციისთვის, გაგაცნოთ თქვენთვის რელევანტური ქეისები და  დაგაზღვიოთ ნებისმიერი სირთულის კრიზისული სიტუაციისგან.

ჩვენი კურსის გავლის შემდეგ თქვენს ორგანიზაციას ექნება შესაბამისი ცოდნა და უნარჩვევები, რომ შეინარჩუნოთ წლების განმავლობაში ნაგროვები მომხმარებლის ნდობა და ლოიალობა, დროის შემჭიდროვებულ ვადებში მოახერხოთ ბიზნეს- პროცესების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება, მოიპოვოთ ხალხის მხარდაჭერა და, რაც მთავარია -  თავიდან აიცილოთ მათი რისხვა თქვენი, თქვენი გუნდის თუ თქვენი პროდუქტების მიმართ.

გახსოვდეთ: კრიზისის კომუნიკაციებში არსებული მცნება - «ოქროს საათი», რომელიც  რეაგირებას (მაგალითად, კომენტარს) უახლოეს 60 წუთში ითხოვდა, სოციალური ქსელებისა და თანამედროვე მედია-გარემოს «დამსახურებით» 5 წუთამდე შემცირდა!

დაინტერესებულ ორგანიზაციებს შუძლიათ:

შეარჩიოთ კურსის ფორმატი. კურსის მიწოდება შესაძლებელია ონლაინ, პირისპირ და ჰიბრიდულ რეჟიმში;

  შეარჩინოთ კურსის სასწავლო აუდიტორია. კურსი შესაძლებელია შემუშავდეს მხოლოდ ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ან/და მთლიანად სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისთვის;

  შეარჩიოთ კრიზისების კომუნიკაციების მომსახურების პაკეტი.

   თქვენი ორგანიზაციების რისკებსა და გარემოებებზე მორგებული კურსის შემუშავება და ჩატარება;

   თქვენი ორგანიზაციის კრიზისის კომუნუკაციის სტრატეგიის მომზადება;

   კრიზისის კომუნიკაციის სისტემის აუდიტი;

კრიზისების კომუნიკაციის პაკეტი შეიძლება შეიცავდეს ჩამოთვლილიდან ერთს ან ნებისმიერ კომბინაციას.

ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული კურსი სტრატეგიულ კომუნიკაციებში და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისები - კერძო სექტორისთვის

თქვენ შეიძლება გყავდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაგრამ არ გქონდეთ სტრატეგიული კომუნიკაციები თქვენს მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და თუნდაც, საკუთარი გუნდის წევრებთან. ეს, სულაც არ არის პიარის ხელმძღვანლის არაკომპეტენტურობისა და პროფესიული გულგრილობს ბრალი.  ეს მისი ფუნქცია არ არის.  საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტები პასუხობენ კითხვას «როგორ?», სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტების ამოცანაა უპასუხონ კითხვებს: «რა?» და «რატომ?». ორგანიზაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების მიზანი მომავალზე ორიენტირებული კომუნიკაციური პროცესების აწყობაა, რომელიც თავის თავში ორგანიზაციული მიზნების საინფორმაციო მხარდაჭერას გულისხმობს. ამიტომაც, სტრატეგიული კომუნიკაცია ბიზნესის მენეჯმენტის სტრუქტურაში, უპირველ ყოვლისა, მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირების საფიქრალად მიიჩნევა. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ «რას»? და «რატომ?» უკეთებთ კომუნიკაციას. «როგორ» გააკეთებთ ამას? ამაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლები იზრუნებენ.

ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის გავლის შემდეგ, თქვენს ორგანიზაციას ექნება შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რომ თანამედროვე კომპლექსურ საინფორმაციო გარემოში ამოიცნოთ შესაძლებლობები და რისკები, გამართოთ შიდა და გარე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ინფრასტრუქტურა, დახვეწოთ უწყების საკომუნიკაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები და რაც მთავარია, დაინახოთ სტრატეგიული კომუნიკაციების როლი თქვენი ორგანიზაციის წარმატების გზაზე.

 

დაინტერესებულ ორგანიზაციებს შუძლიათ:

  შეარჩიოთ კურსის ფორმატი. კურსის მიწოდება შესაძლებელია ონლაინ, პირისპირ და ჰიბრიდულ რეჟიმში.

  შეარჩინოთ კურსის სასწავლო აუდიტორია. კურსი შესაძლებელია შემუშავდეს ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ან/და პრაქტიკოსებისთვის.

  შეარჩიოთ სტრატეგიული კომუნიკაციის მომსახურების პაკეტი.

  თქვენს ორგანიზაციაზე მორგებული, თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული და ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის შემუშავება და ჩატარება.

  თქვენი ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საკოორდინაციო დოკუმენტების მომზადება.

  ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე აგებული საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და აღსრულების პროცესის მონიტორინგი/კონსალტინგი.

სტრატეგიული კომუნიკაციების პაკეტი შეიძლება შეიცავდეს ჩამოთვლილიდან ერთს ან ნებისმიერ კომბინაციას.

ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული კურსი სტრატეგიულ კომუნიკაციებში და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისები– სახელმწიფო უწყებებისთვის

სახელმწიფო უწყებების მხრიდან წარმოებული სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესი მნიშვნევლოვნად განსხვავდება იგივე დისციპლინის კერძო სექტორში გამოყენებისგან. თუ ბიზნესისთვის სამიზნე აუდიტორია მომხმარებელია, სახელმწიფოსთვის სამიზნე აუდიტორია საკუთარი მოქალაქეები, პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები არიან. არასახარბიელო კომუნიკაციებისა თუ კრიზისების შედეგად გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში მთავრობებს, ბიზნესისგან განსხვავებით მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.  სახელმწიფო უწყებების მიერ არასწორი ან/და არაეფექტური კომუნიკაციით გამოწვეული ნებისმიერი ტიპის ზარალი - თავისი შინაარსითა თუ მასშტაბებით, ბევრად აღემატება ერთი, რომელიმე ბიზნეს გაერთიანების საკომუნიკაციო ხარვეზით გამოწვეულ პრობლემებს.

 

სამთავრობო კომუნიკაციების გაუმართობა შეიძლება გახდეს:

  საერთო სახალხო მღელვარების საფუძველი;

  სამოქალაქო დაპირისპირების;

  სახელმწიფო უწყებების მიმართ მოქალაქეების მხრიდან ნდობის დაკარგვის;

  საზოგადეობის მედეგობის ხარისხის ვარდნის და სხვა.

მთავრობის ან/და სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ პროდუქტების ეფექტურად მიწოდებაა მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისი არსით ბიზნეს-პროდუქციისგან რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად, დემოკრატიულ პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, ადამიანის უფლებებს, დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას, გამჭვირვალობას, ოპტიმიზმს და სხვა მსგავს «პროდუქტებს» ადამიანები ხელით ვერ ვეხებით, ტანზე ვერ მოვიზომავთ და გემოს ვერ გავუსინჯავთ. ამდენად, კერძო სექტორის  კომუნიკაციებისგან განსხვავებით ეს პროცესი ბევრად რთული და მასშტაბურია.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ:

  შეარჩიოთ კურსის ფორმატი. კურსის მიწოდება შესაძლებელია ონლაინ, პირისპირ და ჰიბრიდულ რეჟიმში.

  შეარჩინოთ კურსის სასწავლო აუდიტორია. კურსი შესაძლებელია შემუშავდეს ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ან/და პრაქტიკოსებისთვის.

  შეარჩიოთ სტრატეგიული კომუნიკაციის მომსახურების პაკეტი.

  თქვენს უწყებაზე მორგებული, თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული და ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის ჩატარება.

  სტრატეგიული კომუნიკაციები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორისთვის.

  კონკრეტულ უწყებებზე მორგებული საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება.

  სახელმწიფოთაშორისი და საერთაშორიო ორგანიზაციებთან  ურთიერთობების საკომუნიკაციო სტრატეგიების დოკუმენტების შემუშავება.

  ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებების სცენარებში სტრატეგიული კომუნიკაციების და საინფორმაციო ზეგავლენის აქტივობების ელემენის შემუშავება და სცენარში ინტეგრირება.

 

სტრატეგიული კომუნიკაციების პაკეტი შეიძლება შეიცავდეს ჩამოთვლილიდან ერთს ან ნებისმიერ კომბინაციას.

სამიზნე აუდიტორიის ანალიზი

სამიზნე აუდიტორია კომუნიკაციის პროცესში ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. შეუძლებელია ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვა სამიზნე აუდიტორიის ძირფესვიანად შესწავლის გარეშე. კამპანიების დაგეგმვის ნებისმიერ მოდელში სამიზნე აუდიტორიის ანალიზს ითვალისწინებენ მეორე საფეხურად, რომელსაც წინ მხოლოდ კამპანიის მიზნის განსაზღვრა უძღვის. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორში კომუნიკაციის არაეფექტურობას იწვევს ის ფაქტი, რომ არასათანადოდ არის შეფასებული სამიზნე აუდიტორიის ანალიზის შესაძლებლობები და არასრულყოფილად არის სამიზნე აუდიტორიები შესწავლილი. ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ სამიზნე აუდიტორიის ანალიზი შემოიფარგელბა მხოლოდ კითხვა «ვინ»? -ზე პასუხის გაცემით.

სამიზნე აუდიტორიის ანალიზი ეს არის- ადამიანების სისტემური შესწავლა მათ შესახებ ცოდნის ამაღლებისა და ქცევითი და განწყობითი ზეგავლენის მიმართ მათი მიმღებლობის, მოწყვლადობის და მგრძნობელობის ამოსაცნობად. აქედან გამომდინარე პასუხი კითხვაზე «ვინ»? სტრატეგიული კომუნიკაციების პროცესში მეორეხარისხოვანია. დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული «სტრატკომ ქონსალთანსი»-ს გუნდის მიერ ჩატარებული სამიზნე აუდიტორიის ანალიზი არამარტო გვაცნობებს თუ «ვის» ვესაუბრებით, არამედ გვაძლევს ყველა საჭირო ინფორმაციას რაც მათთან საუბრის გზების, დარწმუნების მეთოდების, საკომუნიკაციო სტრატეგიის და კამპანიის დაგეგმვის სხვა ელემენტის განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული სამიზნე აუდიტორიის ანალიზი, თქვენი ორგანიზაციის წარმატებული კომუნიკაციის მყარე საფუძველი იქნება.  

დამარწმუნებელი გზავნილებისა და ეფექტური ნარატივების შექმნა

დამარწმუნებელი გზავნილებისა და ნარატივების გამოყენება სტრატეგიული კომუნიკაციების განუყოფელი ნაწილია. ისინი გამოიყენება სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის, სასურველი ქმედებების წახალისებისთვის, მხარდაჭერისა და ლოიალობის მოპოვებისთვის, გუნდურობის შეგრძნების გაძლიერებისთვის და ა.შ.

თანამედროვე, ინფორმაციით გადატვირტთულ საინფორმაციო გარემოში «საინფორმაციო ხმაური» არის მომხმარებლის «ყურადღების დეფიციტის» მთავარი მიზეზი. თუ გზავნილი ან ნარატივი (ისტორია) არ იქნება დამარწმუნებელი და ვერ დააკმაყოფილებს ეფექტურობის აუცილებელ ყველა პირობას, გარანტირებულად შეგვილია ვივარაუდოთ, რომ თქვენს კომუნიკაციას საინფორმაციო ხმაური «გადაყლაპავს». ასეთ პირობებში თქვენს პოტენციურ აუდიტორიასთან კომუნიკაცია შესაძლოა თქვენმა კონკურენტებმა მოახერხონ.

გახსოვდეთ: იმარჯვებს ის «ისტორია», რომელიც დასამახსოვრებელია, ემოციურია, იქცევს ყურადღებას და ამ ისტორიაში ყველა მკითხველი თუ მსმენელი საკუთარი თავის ამოცნობას ახერხებს.

ჩვენს მიერ შემუშავებული დამარწმუნებელი გზავნილებისა და ეფექტური ნარატივების შექმნის სერვისი დაგეხმარებათ, რომ:

  შექმნათ დასამახსოვრებელი ისტორია თქვენი ბრენდის, უწყების, პროდუქტის ან/და პირადად, თქვენს შესახებ.

შეიმუშავოთ ეფექტური, თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული გზავნილები.

საკომუნიკაციო სისტემის აუდიტი

საკომუნიკაციო სისტემის აუდიტი თქვენს ორგანიზაციას საშუალებას აძლევს დროის შემჭიდროვებულ ვადებში მიიღოს საკომუნიკაციო სისტემის სრული ანალიზი და დარგის ექსპერტების რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით.

საკომუნიკაციო აუდიტში ჩვენ გავაანალიზებთ თუ რამდენად პასუხობს თქვენს ორგანიზაციულ მიზნებს თქვენი კომუნიკაციის სტრატეგია და ამ სტრატეგიის საფუძველზე შექმნილი საკომუნიკაციო არხები. ასევე, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი ორგანიზაციის ადმინისტრებაში არსებული საკომუნიკაციო სისტემების მართვისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსი და მათი კვალიფიკაცია თქვენს საკომუნიკაციო მიზნებს. აუდიტის ფარგლებში თქვენ ასევე მოგეცემათ შესაძლებლობა დაადგინოთ საკომუნიკაციო არხების სამართავად გაწეული ხარჯების შესაბამისობა ამავე ქსელებით მიღებული გამოხმაურების მოცულობასთან და ამ გამოხმაურებების ხარისხთან.

აღნიშნული სერვისის შეძენის შემთხვევაში ჩვენ, აუდიტის საფუძველზე მოგიმზადებთ ანალიტიკურ დოკუმენტს, რომლებსაც თან დავურთავთ გადაწყვეტილებების მიღები პირებისათვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს.

კრიზისის დაზღვევა

ხშირ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციას თავს კრიზისული სიტუაცია დაატყდება, ორგანიზაციის ხელმძღვანელობას უწევს ადამიანური რესურსი მოწყვიტოს ყოველდღიურ, მეტად მნიშვნელოვან ფუნქცია-მოვალეობებეს და ისინი კრიზისის მართვის პროცესში ჩართოს. ასეთ შემთხვევაში კრიზისისგან გამოწვეულ ზიანს ემატება სხვა, ყოველდღიური საქმიანობის ვერ შესრულებით გამოწვეული ზიანი, რამაც ყველაფერ დანარჩენთან ერთად ორგანიზაციის იმიჯზეც შეიძლება იქონიოს გავლენა. «სტრატკომ ქონსალთანსი» მომხმარებეს უნიკალურ სერვისს, კრიზისის დაზღვევას სთავაზობს, რისი შეძენის შემთხვევაშიც აღარასოდეს მოგიწევთ კრიზისების მართვის პერიოდში შეაფერხოთ ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობა.
 

კრიზისის დაზღვევის სერვისის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძირფესვიანად შეისწავლიან თქვენი ორგანიზაციის საკომუნიკაციო შესაძლებლობებს და სისტემას, შეისწავლიან პოტენციურ რისკებს, განსაზღვრავენ კრიზისების მართვის და კომუნიკაციის იერარქიას, და საკუთარი ადამიანური რესურსით დააკომპლექტებენ კრიზისების მართვისა და კომუნიკაციების გუნდს. თქვენი ორგანიზაციისთვის შემუშავდება კრიზისებზე რეაგირების გეგმა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურები. სერვისის ფარგლებში წელიწადში ერთხელ სამაგიდე სწავლების მეშვეობით გაიტესტება მთლიანი კრიზისების მართვისა და კომუნიკაციის სისტემა. თქვენი ორგანიზაციისთვის შემუშავდება კრიზისების ადრეული აღმოჩენის პროტოკოლები და შესაბამისად გადამზადდება ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანური რესურსი.

უშუალოდ კრიზისის შემთხვევაში ჩვენი გუნდი:

  თქვენთან ერთად შეაფასებს კრიზისის სიმწვავეს და განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას.

  საჭიროებისამებრ ჩაერთვება კრიზისის მართვაში საკონსულტაციო როლში ან მწვავე კრიზისების შემთხვევაში მთლიანად გადაიბარებს კრიზისების მართვისა და კომუნიკაციის სადავეებს.

  უკიდურესად მწვავე კრიზისების შემთხვევაში ჩვენს გუნდს დაემატება უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საჭიროებისამებრ დისტანციურად ან ადგილიდან გააძლიერებენ კრიზისის მართვისა და კომუნიკაციების ძალისხმევას და კომუნიკაციას დაამყარებენ საერთაშორისო მედიასთან.

  კრიზისის დაძლევის შემდგომ დაიწერება რეკომენდაციები არსებული კრიზისების მართვისა და კომუნიკაციის სისტემის დასახვეწად.

bottom of page