top of page
Image by Scott Webb

კრიზისის დაზღვევა

ხშირ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციას თავს კრიზისული სიტუაცია დაატყდება, ორგანიზაციის ხელმძღვანელობას უწევს ადამიანური რესურსი მოწყვიტოს ყოველდღიურ, მეტად მნიშვნელოვან ფუნქცია-მოვალეობებეს და ისინი კრიზისის მართვის პროცესში ჩართოს. ასეთ შემთხვევაში კრიზისისგან გამოწვეულ ზიანს ემატება სხვა, ყოველდღიური საქმიანობის ვერ შესრულებით გამოწვეული ზიანი, რამაც ყველაფერ დანარჩენთან ერთად ორგანიზაციის იმიჯზეც შეიძლება იქონიოს გავლენა. «სტრატკომ ქონსალთანსი» მომხმარებეს უნიკალურ სერვისს, კრიზისის დაზღვევას სთავაზობს, რისი შეძენის შემთხვევაშიც აღარასოდეს მოგიწევთ კრიზისების მართვის პერიოდში შეაფერხოთ ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობა.
 

კრიზისის დაზღვევის სერვისის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძირფესვიანად შეისწავლიან თქვენი ორგანიზაციის საკომუნიკაციო შესაძლებლობებს და სისტემას, შეისწავლიან პოტენციურ რისკებს, განსაზღვრავენ კრიზისების მართვის და კომუნიკაციის იერარქიას, და საკუთარი ადამიანური რესურსით დააკომპლექტებენ კრიზისების მართვისა და კომუნიკაციების გუნდს. თქვენი ორგანიზაციისთვის შემუშავდება კრიზისებზე რეაგირების გეგმა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურები. სერვისის ფარგლებში წელიწადში ერთხელ სამაგიდე სწავლების მეშვეობით გაიტესტება მთლიანი კრიზისების მართვისა და კომუნიკაციის სისტემა. თქვენი ორგანიზაციისთვის შემუშავდება კრიზისების ადრეული აღმოჩენის პროტოკოლები და შესაბამისად გადამზადდება ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანური რესურსი.

უშუალოდ კრიზისის შემთხვევაში ჩვენი გუნდი:

⚉   თქვენთან ერთად შეაფასებს კრიზისის სიმწვავეს და განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას.

⚉ საჭიროებისამებრ ჩაერთვება კრიზისის მართვაში საკონსულტაციო როლში ან მწვავე კრიზისების შემთხვევაში მთლიანად გადაიბარებს კრიზისების მართვისა და კომუნიკაციის სადავეებს.

  უკიდურესად მწვავე კრიზისების შემთხვევაში ჩვენს გუნდს დაემატება უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საჭიროებისამებრ დისტანციურად ან ადგილიდან გააძლიერებენ კრიზისის მართვისა და კომუნიკაციების ძალისხმევას და კომუნიკაციას დაამყარებენ საერთაშორისო მედიასთან.

  კრიზისის დაძლევის შემდგომ დაიწერება რეკომენდაციები არსებული კრიზისების მართვისა და კომუნიკაციის სისტემის დასახვეწად.

bottom of page