top of page
Image by Scott Webb

სამიზნე აუდიტორიის ანალიზი

სამიზნე აუდიტორია კომუნიკაციის პროცესში ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. შეუძლებელია ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვა სამიზნე აუდიტორიის ძირფესვიანად შესწავლის გარეშე. კამპანიების დაგეგმვის ნებისმიერ მოდელში სამიზნე აუდიტორიის ანალიზს ითვალისწინებენ მეორე საფეხურად, რომელსაც წინ მხოლოდ კამპანიის მიზნის განსაზღვრა უძღვის. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორში კომუნიკაციის არაეფექტურობას იწვევს ის ფაქტი, რომ არასათანადოდ არის შეფასებული სამიზნე აუდიტორიის ანალიზის შესაძლებლობები და არასრულყოფილად არის სამიზნე აუდიტორიები შესწავლილი. ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ სამიზნე აუდიტორიის ანალიზი შემოიფარგელბა მხოლოდ კითხვა «ვინ»? -ზე პასუხის გაცემით.

სამიზნე აუდიტორიის ანალიზი ეს არის- ადამიანების სისტემური შესწავლა მათ შესახებ ცოდნის ამაღლებისა და ქცევითი და განწყობითი ზეგავლენის მიმართ მათი მიმღებლობის, მოწყვლადობის და მგრძნობელობის ამოსაცნობად. აქედან გამომდინარე პასუხი კითხვაზე «ვინ»? სტრატეგიული კომუნიკაციების პროცესში მეორეხარისხოვანია. დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული «სტრატკომ ქონსალთანსი»-ს გუნდის მიერ ჩატარებული სამიზნე აუდიტორიის ანალიზი არამარტო გვაცნობებს თუ «ვის» ვესაუბრებით, არამედ გვაძლევს ყველა საჭირო ინფორმაციას რაც მათთან საუბრის გზების, დარწმუნების მეთოდების, საკომუნიკაციო სტრატეგიის და კამპანიის დაგეგმვის სხვა ელემენტის განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული სამიზნე აუდიტორიის ანალიზი, თქვენი ორგანიზაციის წარმატებული კომუნიკაციის მყარე საფუძველი იქნება.  

bottom of page