top of page
Image by Scott Webb

ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული კურსი სტრატეგიულ კომუნიკაციებში და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისები– სახელმწიფო უწყებებისთვის

სახელმწიფო უწყებების მხრიდან წარმოებული სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესი მნიშვნევლოვნად განსხვავდება იგივე დისციპლინის კერძო სექტორში გამოყენებისგან. თუ ბიზნესისთვის სამიზნე აუდიტორია მომხმარებელია, სახელმწიფოსთვის სამიზნე აუდიტორია საკუთარი მოქალაქეები, პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები არიან. არასახარბიელო კომუნიკაციებისა თუ კრიზისების შედეგად გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში მთავრობებს, ბიზნესისგან განსხვავებით მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.  სახელმწიფო უწყებების მიერ არასწორი ან/და არაეფექტური კომუნიკაციით გამოწვეული ნებისმიერი ტიპის ზარალი - თავისი შინაარსითა თუ მასშტაბებით, ბევრად აღემატება ერთი, რომელიმე ბიზნეს გაერთიანების საკომუნიკაციო ხარვეზით გამოწვეულ პრობლემებს.

 

სამთავრობო კომუნიკაციების გაუმართობა შეიძლება გახდეს:

  საერთო სახალხო მღელვარების საფუძველი;

  სამოქალაქო დაპირისპირების;

  სახელმწიფო უწყებების მიმართ მოქალაქეების მხრიდან ნდობის დაკარგვის;

  საზოგადეობის მედეგობის ხარისხის ვარდნის და სხვა.

მთავრობის ან/და სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ პროდუქტების ეფექტურად მიწოდებაა მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისი არსით ბიზნეს-პროდუქციისგან რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად, დემოკრატიულ პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, ადამიანის უფლებებს, დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას, გამჭვირვალობას, ოპტიმიზმს და სხვა მსგავს «პროდუქტებს» ადამიანები ხელით ვერ ვეხებით, ტანზე ვერ მოვიზომავთ და გემოს ვერ გავუსინჯავთ. ამდენად, კერძო სექტორის  კომუნიკაციებისგან განსხვავებით ეს პროცესი ბევრად რთული და მასშტაბურია.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ:

  შეარჩიოთ კურსის ფორმატი. კურსის მიწოდება შესაძლებელია ონლაინ, პირისპირ და ჰიბრიდულ რეჟიმში.

  შეარჩინოთ კურსის სასწავლო აუდიტორია. კურსი შესაძლებელია შემუშავდეს ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ან/და პრაქტიკოსებისთვის.

  შეარჩიოთ სტრატეგიული კომუნიკაციის მომსახურების პაკეტი.

  თქვენს უწყებაზე მორგებული, თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული და ნატო-ს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის ჩატარება.

  სტრატეგიული კომუნიკაციები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორისთვის.

  კონკრეტულ უწყებებზე მორგებული საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება.

  სახელმწიფოთაშორისი და საერთაშორიო ორგანიზაციებთან  ურთიერთობების საკომუნიკაციო სტრატეგიების დოკუმენტების შემუშავება.

  ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებების სცენარებში სტრატეგიული კომუნიკაციების და საინფორმაციო ზეგავლენის აქტივობების ელემენის შემუშავება და სცენარში ინტეგრირება.

 

სტრატეგიული კომუნიკაციების პაკეტი შეიძლება შეიცავდეს ჩამოთვლილიდან ერთს ან ნებისმიერ კომბინაციას.

bottom of page