top of page

━ ჩვენს შესახებ
 

StratCom Consultancy არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში და ოპერირებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ორგანიზაციის თითოეული წევრის უპირველესი მიზანია პოზიტიური გავლენა იქონიონ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის საქმიანობაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამ გზაზე, ჩვენი გუნდი მომხმარებლებს აწვდის სტრატეგიული კომუნიკაციების და მასთან მომიჯნავე საინფორმაციო დისციპლინების სერვისებით სარგებლობის საშუალებას.

━ მისია
 

ჩვენი მისიაა მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ საქართველოს კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორი, სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტური გამოყენების გზით. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ბიზნესსა და მომხმარებლებს, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის არსებობდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებული, ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით გაჯერებული კომუნიკაციები. 

━ ხედვა
 

StratCom Consultancy-ის პროფესიონალთა გუნდი იყოს სანდო და სასურველი პარტნიორი ჩვენი სერვისების მომხმარებლებისთვის, საკუთარ სამიზნე აუდიტორიებთან ეფექტური კომუნიკაციის, თავიანთი ბიზნესის კრიზისებისგან დაზღვევის ან/და აღნიშნული კრიზისების მართვის გზაზე. გვსურს ვიყოთ ჩვენი პარტნიორებისა და კოლეგების ღირსეული დასაყრდენი ყველა ერთობლივი პროექტის განხორციელების გზაზე.

━ ღირებულებები
 

საკონსულტაციო საქმიანობის და სხვა სერვისების მიწოდების გზაზე “StratCom Consultancy” მტკიცედ იცავს ყველა ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტს. ჩვენ ვართ მიუკერძოებელი პროფესიონალების გუნდი, რომელთაც გააჩნიათ საჯარო, არასამთავრობო და კერძოს სექტორში მუშაობის  მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის შედეგად გაგვაჩნია პარტნიორობის სხვადასხვა მექანიზმები მსოფლიოში წამყვან დარგის ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან, რომელთა შორის სიამაყით ვახსენებთ სტრატეგიული კომუნიკაციების მსოფლიო დონის ექსპერტებით დაკომპლექტებულ ბრიტანულ კომპანიას – «StratCom Academy”. ჩვენს მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთვის დამახასიათებელი სიზუსტით გამოირჩევა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საკომუნიკაციო სტანდარტებს ეფუძნება.

━ გუნდი
 

გუნდის წევრები არიან კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მაღალი თანამდებობის პირები. ამ გუნდის წევრები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა ინსტიტუტის ყოფილი წარმომადგენლები. მათი გამოცდილების, პროფესიული კავშირებისა და მომავლის ზუსტი ხედვის დამსახურებით, ორგანიზაციამ დაფუძნებისთანავე მოახერხა სტრატეგიულ კომუნიკაციებში მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის პარტნიორი და წარმომადგენელი გამხდარიყო. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ სერტიფიცირებული ტერნერებითა და მჭიდრო პარტნიორობა გააჩნია ნატო-ს მიერ აკრედიტებულ სასწავლო ინსტიტუციებთან.

bottom of page